რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მცხოვრები ადამიანების 51% სოციალურ დახმარებას იღებს.

ადგილზე 25 720 კაცი ცხოვრობს, აქედან საარსებო შემწეობის მიმღებია 13 231 პირია, რაც საერთო მოსახლეობის 51%-ია. 

საქართველოს ზოგადი სურათით კი შემწეობას ჯამში 708 245 ადამიანი იღებს, აქედან 461 796 პირი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 246 449 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.