ქუთაისში 2025 წლის ნოემბერში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის ნორმებთან შეუსაბამობის 86 ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში ჯამში დაფიქსირდა 794 შემთხვევა, საიდანაც 86 სწორედ ქუთაისზე მოდის.

ასევე ცნობილია, რომ დაფიქსირებული შემთხვევებიდან 401 მსუბუქ ავტომობილებს, 359 მიკროავტობუსებს, ხოლო დანარჩენი - სატვირთო, ავტობუსსა და ექსკავატორს უკავშირდება.

დეპარტამენტის მონაცემებით, 2025 წლის 11 თვეში მთელ ქვეყანაში ჯამში 5 291 სამართალდარღვევა გამოვლინდა.