სისხლიანი გარჩევა ქუთაისში - გამსახურდიას ქუჩაზე ამ დრომდე დაუდგენელი პირი ერთ-ერთ ეზოში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები მუშაობენ.
პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.