ქუთაისის "ტორპედომ“ წყალტუბოში“ „სამგურალი“ 4:2 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა.
ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ბოლო შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში პირველივე წუთზე გიორგი ფანცულაიას მიერ გატანილი გოლით გახსნეს.
24-ე წუთზე ბიორნ იონსენმა წონასწორობა აღადგინა, 70-ე წუთზე კი „სამგურალის“ ნახევარმცველი ჯეფერსონ ჯერალდო გააძევეს, "ტორპედომ“ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა, კიდევ სამი გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
33 ტურის შემდეგ „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ გადაასწრო და მესამე ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ მე-6 პოზიციაზე დარჩა. ბიორნ იონსენი კი 18 გოლით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.