ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელად ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი კახა ენუქიძე დაინიშნა.
მანამდე ქუთაისისა და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ალექსანდრე მებურიშვილი და ლაშა გიორგაძე იყვნენ. „ინფო იმერეთს“ გაერთიანებული წყალმომარაგების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მათ თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებები დაწერეს. მათ ნაცვლად კი იმერეთის მთელ რეგიონს ერთიანი ხელმძღვანელი კახა ენუქიძე ეყოლება.
კახა ენუქიძე 2021–2025 წლებში ბაღდათის მერის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი მერის მოადგილე იყო.