იმერეთში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში 6 223 ადამიანი მონაწილეობდა.
პროგრამა 2022 წლის მარტიდან მოქმედებდა და 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევდა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ჩართულიყვნენ და 300-ლარიან ანაზღაურებასთან ერთად სოციალური დახმარებაც მიეღოთ.
მომავალი წლიდან პროგრამა არსებულ ფორმატში აღარ გაგრძელდება.
საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამაში 29 094 სოციალურად დაუცველ პირი იყო ჩართული.