გაყიდული ბავშვების საიდუმლო იმერეთში - სიმართლე, რომელიც წლებია, იმალება.

რა ბედი ეწიათ წლების წინ იმერეთში გაყიდულ ბავშვებს? როგორ მუშაობდა დანაშაულებრივი სქემა და ვინ იღებდა სოლიდურ თანხას ახალშობილების გასხვისების სანაცვლოდ?

"როდესაც მშობლები დამეღუპნენ, ანონიმურად მომწერეს, რომ ნაშვილები ვარ. ბებოს ვერ ვუთხარი, რომ ვიცოდი - მეშინოდა, არ ენერვიულა. ბებია ისე გარდაიცვალა, მან არ იცოდა, რომ მე სიმართლე ვიცოდი...

ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ ჩემი გასხვისების სანაცვლოდ სოლიდური თანხა მიიღო. სამი დედმამიშვილი მყავს და მეოთხე მე ვიყავი, რომელიც არ უნდოდათ... ბიოლოგიურ დედას დღეს მხოლოდ ერთ რამეს ვეტყოდი და ვკითხავდი: რატომ? რატომ გააკეთა ეს, რატომ გაასხვისა საკუთარი სისხლი და ხორცი?!“ - ანი შველიძე.