17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღეს ეძღვნება, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

11:00 საათიდან მსვლელობის დასრულებამდე, მოძრაობა შეწყდება რუსთაველის გამზირზე - პირველი საჯარო სკოლიდან, დავით აღმაშენებლის მოედანზე, კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე და ფალიაშვილის ქუჩაზე.

შესაბამისად, შეიცვლება ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის დადგენილი სვლაგეზები:

N1 მარჯვენა - რუსთაველის გამზირიდან შეუხვევს პირველ საჯარო სკოლასთან, გაივლის ცისფერყანწელთა ქუჩას და პუშკინის ქუჩის გავლით სვლას განაგრძობს წერეთლის გამზირზე.

N1 მარცხენა - თამარ მეფის გამზირიდან ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, წერეთლის გამზირის გავლით გადავა აღმაშენებლის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გავლით, წითელი ხიდიდან განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.

N3 - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, შემდეგ, კინო ''საქართველოს'' მიმდებარე ტერიტორიიდან განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N4 - ცისფერყანწელთა ქუჩის გავლით გადავა პუშკინის ქუჩაზე, შემდეგ წერეთლის გამზირზე, მანდარიას ქუჩიდან - თამარ მეფის გამზირზე, გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით - აღმაშენებლის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე და წითელი ხიდიდან სვლას განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N5 - ცისფერყანწელთა ქუჩიდან გადავა პუშკინის ქუჩაზე, წერეთლის გამზირისა და მანდარიას ქუჩის გავლით - თამარ მეფის გამზირზე, გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით - აღმაშენებლის გამზირზე და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, წითელი ხიდიდან კი, განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N6 - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩიდან, ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩით და ლესელიძის ქუჩიდან განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N10 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდიდან.

N19 - რუსთაველის გამზირიდან შეუხვევს ცისფერყანწელთა ქუჩაზე, პუშკინის ქუჩით გადავა წერეთლის ქუჩაზე, მანდარიას ქუჩის გავლით - თამარ მეფის გამზირზე, სოლომონ მეორის ქუჩიდან იმოძრავებს საფიჩხიის ცენტრის მიმართულებით და განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N20 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდიდან.

N41 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩით და წერეთლის გამზირის გავლით განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.

N141 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს გელათის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩიდან - საფიჩხიის მოედანზე და განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.