უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ძლიერი სპორტსმენები მონაწილეობენ.

კონტინენტის პირველობაზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენებმა.

ტურნირზე მორიგ ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია ქუთაისელმა პარამკლავჭიდელმა ვახტანგ ახობაძემ, რომელმაც ყველა მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული კარიერაში უკვე მეხუთედ მოიპოვა.