ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი (ბულუხია), ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს და დიდი ოდენობით თანხის ამოღებას ეხმაურება.
საეკლესიო იერარქი აცხადებს, რომ მხარს უჭერს კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს, თუმცა პროცესში გარკვეულ კითხვებს ხედავს.
"მომწონს ბრძოლა კორუფციასთან, მომწონს შეუვალობა და პრინციპულობა, მინდა გამოძიებული იყოს ყველაფერი, ყველასაგან ვინც არ უნდა იყოს იგი და რა თანამდებობაზე არის თუ იყო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ რაღაც ვერაა ისე, როგორაც უნდა მას, ვინც ესენი დაიგეგმა... გიჭირთ, საიდან ვხვდები? რატომ აწერთ ამოღებულ 7 მილიონ შვიდ თუ რამდენიმე პიროვნებას, ეს ამოღებული 7 მილიონი იქნებ ერთს პირს ეკუთვნის ან 6 პირს, რატომ სვრით იმ 6 კაცს თუ იმ ერთს... გიჭირთ, გსურთ ყველა იყოს დამნაშავე, ასე არ შეიძლება, დაფიქრდით... ხალხი ნუ გგონიათ ბრბო...
წყაროსთან ზის და იკრიბება ხალხი, მიდის მსჯელობა... სადაც აშკარად ჩანს რომ გიჭირთ... ყველა გზით ცდილობთ ჯერ სახელი გაუფუჭოთ მათ და შეაგუოთ ხალხი მათ დაჭერას და დაკავებას, ასე იქცეოდნენ ბოლშევიკები, როდესაც ავტორიტეტების განადგურება სურდა", - წერს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი.