საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი ისევ გაძვირდა.

მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 12-თეთრამდე გაძვირდა.

პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 90.38 დოლარით (-9.07%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 83.85 დოლარია (-10.25%).