სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ, - ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
უწმინდესის ცხედარს დღეს სამების ტაძარში გადაასვენებენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.