აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს ხალხს გილოცავთ თქვენს ეროვნულ დღესასწაულს.
ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად.
შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ მათი მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ", - აღნიშნულია მილოცვაში.