ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "იმერეთის" ეზოში ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კეჩის ბაზრის, იმერეთის შესასვლელთან, მარჯვენა მხარეს განთავსებულ დახლებს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები.

მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტილია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. ასევე, უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.