წყალტუბოს "სამგურალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, 37 წლის ჯეფერსონ ჯერალდომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და კლუბის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება.
სამგურალის გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი საქართველოში 2016 წლიდან თამაშობს და 233 ოფიციალური მატჩში მის ანგარიშზე 43 გოლია.
ჯეფის ოფიციალური გაცილება, ჩემპიონატის განახლებისთანავე, "სამგურალის" პირველივე საშინაო მატჩში შედგება.