ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში, დამწვრობის ცენტრში რჩება.
ექიმმა გიორგი აბესაძემ "ინფო იმერეთს" განუცხადა, რომ მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
კომბუსტიოლოგ გიორგი აბესაძის თქმით, პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, ასევე, თერმოინჰალაციური დაზიანება.
"პაციენტი სტაბილურად არის, რჩება რეანიმინაციულ განყოფილებაში. კლინიკიდან გაწერაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია", - უთხრა "ინფო იმერეთს" ექიმმა გიორგი აბესაძემ.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება 21 ნოემბერს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.