იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსად ნინო ცხოვრებაძე ინიშნება.

ამის შესახებ "ინფო იმერეთს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

ნინო ცხოვრებაძე წლების განმავლობაში ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომელია.

მისი ძმა გიორგი ცხოვრებაძე  აჭარის პროკურატურის უფროსად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. 

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ თვეში ნიკა კვერნაძემ განცხადება დაწერა და სამსახურიდან წავიდა.