ბაღდათში მთის ფერდობიდან მიწის მასა ჩამოიშალა.
შემთხვევის ამსახველ ფოტოს "ინფო იმერეთს" ადგილობრივები აწვდიან.
“ნახეთ, მთას რა სჭირს ბაღდათში, თან წყალი მოდის. კვირიკაძეების სასაფლაოს ეძახიან, იმის თავზეა ეს მთა“ – წერს გამოცემას ადგილობრივი.
უხვმა ნალექმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზები, ხიდები და დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 1 300, ხოლო ელექტროენერგია - 700 აბონენტს. დაზიანებულ მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.