ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება უნდა დასრულდეს და ერთობა აღდგეს.
"წმინდა სინოდის კრების მოწვევა პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის. მას ჯერ ამის შესახებ ჩვენთვის არაფერი უთქვამს, ამიტომ ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ. პირადად მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, იყოს ეს ერთ-ერთი საკითხი, თუმცა ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს პრეროგატივაა პატრიარქის.
მე ამაზე მისაუბრია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სიცოცხლეში, მოსაყდრესაც უსაუბრია, ცალკე მღვდელმთავრებსაც გვისაუბრია და ეს საუბრები გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედეგი უნდა ვიხილოთ. ჩვენი დიდი სურვილია, ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება და აღდგეს მშვიდობა და ერთსულოვნება. ორივე მხრიდან არის საჭირო ურთიერთპატივისცემა, პირველ რიგში და ჩემი აზრით, ეს პატივისცემა გახდება საწინდარი. არა შეურაცხყოფა, არა უპატივცემულობა", - განაცხადა მეუფე დანიელმა "ტვ პირველთან".