საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ბერძენი ქალის მკვლელობის საქმეზე დააკავეს.

ბერძნული მედიის ცნობით, 40 წლის მამაკაცს ბრალად განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა, იარაღის უკანონო ტარება და სხვისი ქონების მითვისება ედება.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ მანქანა ავტოსტოპით გააჩერა, მგზავრობის დროს კი ქალ მძღოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ბერძნული მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილი რამდენიმე საათში დააკავა, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.