ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ ავტომობილი ველოსიპედს დაეჯახა.
"ინფო იმერეთს" თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ დაშავებულია პირი, რომელიც ველოსიპედზე იჯდა და ის სასწრაფომ საავადმყოფოში წაიყვანა.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.