ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლმა დაზიანებები მიიღო.
"საშინელი ავარია იყო. ერთი მეორე ხარისხოვანი ქუჩიდან მოდიოდა, მეორე კი მთავარ გზაზე იყო და შეასკდნენ ერთმანეთს. მანქანები ორივე გადასაყრელია. მძღოლებს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა ორივეს, ადგილზე იყო სასწრაფოც",- განუცხადა "ინფო იმერეთს" თვითმხილველმა.