2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 24 სახელმწიფო თეატრი 49 021 200 ლარით ფინანსდება.
იმერეთში ოთხი თეატრის დაფინანსება ასე გამოიყურება:
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი – 2.6 მილიონი;
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 1.9 მილიონი;
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 823.3 ათასი;
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 571.5 ათასი;
ცნობისთვის, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 30.9 მილიარდს შეადგენს.