"პროფესია" - ეს იმერეთის ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთის“ რუბრიკაა.
ყოველ კვირას გახსენებთ იმერეთში მცხოვრებ პროფესიონალებს - ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შრომით, პროფესიონალიზმით და საქმის მიმართ სიყვარულით ქმნიან იმერეთის ისტორიას, თითოეული თავის სფეროში.
რუბრიკის მორიგი სტუმარია ღირსეული ადამიანი და მსახიობი, რომელსაც ქუთაისის თეატრალური საზოგადოება დიდ სიყვარულსა და მადლიერებას უგზავნის - როგორც სცენის ოსტატსა და თეატრისადმი თავდადებულ ღვაწლმოსილ მსახიობს.
სახელი, გვარი: ავთანდილ სახამბერიძე

პროფესია: მსახიობი, რეჟისორი
სამუშაო ადგილი: მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი
- რა არის ყველაზე რთული ან ყველაზე სასიამოვნო მომენტი თქვენს საქმეში?
- როცა გიყვარს შენი საქმე, ყველა სირთულეს ადვილად გადალახავ და ეს პროცესი თვითონაც სასიამოვნოა.
- როგორ ფიქრობთ, თქვენს პროფესიაში რა თვისებაა ყველაზე მნიშვნელოვანი?
- ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავდაუზოგავი შრომა, ფანტაზია, წიგნიერება და სიყვარული. ამ ყველაფერთან ერთად, უდიდეს როლს ასრულებს პასუხისმგებლობაც.
- რა გიყვართ ქუთაისში/იმერეთში თქვენი საქმის კეთებაში?
- ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია. სიყვარული აქაურ ადამიანებს, მეგობრებს, ჩემს მაყურებელს. მომწონს ქალაქის ატმოსფერო და ადგილმდებარეობაც, სხვაგან ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.